უკრაინულმა არმიამ კიდევ ერთი რუსი მეთაური მოკლა.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, პოლკოვნიკი ალექსანდრე დოსიაგაევი 104-ე თავდასხმის პოლკის თავდასხმის ბატალიონის მეთაური იყო.
არსებული ინფორმაციით, დოსიაგაევი არის „რუსული არმია-2021-ის“ გამარჯვებული ნომინაციაში „ფრთიანი ქვეითი“.