საქართველომ 12 პროექტის შესასრულებლად 74.2 მილიონი საგარეო ვალი აიღო, ვალდებულება ვერ შეასრულა და 6 მილიონით დაჯარიმდა

საქართველომ 12 პროექტის შესასრულებლად 74.2 მილიონი საგარეო ვალი აიღო, ვალდებულება ვერ შეასრულა და 6 მილიონით დაჯარიმდა

26-05-2022, 17:15 - 2022
681
       

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა.
 
დოკუმენტის მიხედვით, 12 პროექტში, რომელთა ათვისებაც 74.2 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ 17 მილიონით შესრულდა. შესაბამისად, დონორებმა საქართველოს დაბალი ათვისების 12 პროექტში 6 მილიონის ვალდებულების გადასახადი დააკისრეს.
 
ანგარიშში საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტების ათვისებაზეა საუბარი. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ გამოყოფილი რესურსის დაბალი ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომლებიც ვალდებულების გადასახადს (Commitment Fee) კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე ითვალისწინებს.
 
12 პროექტი, რომელთა დაბალი ათვისების გამოც, საქართველოს ჯარიმის გადახდა მოუწია:
 

  1. პროფესიული განათლება I (KfW) - ბიუჯეტი 3.4 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 195,000 ლარი;
  2. იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) - ბიუჯეტი 3.45 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 964,000 ლარი;
  3. ბათუმის ავტობუსების პროექტი (E5P, EBRD) - ბიუჯეტი 4.8 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 20,000 ლარი;
  4. ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება (AFD,EU) - ბიუჯეტი 1.2 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 1,178,000 ლარი;
  5. კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) - ბიუჯეტი 5 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 390,000 ლარი;
  6. 500 კვ გადამცემი ხაზი "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (Kfw, EU-NIF) - ბიუჯეტი 6.7 მლნ ლარი, ათვისება 0.1 მლნ ლარი, ჯარიმა 1,115,000 ლარი;
  7. მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) (KfW) - ბიუჯეტი 3.6 მლნ ლარი, ათვისება 0.2 მლნ ლარი, ჯარიმა 288,000 ლარი;
  8. Log-in Georgia (WB) - ბიუჯეტი 2.1 მლნ ლარი, ათვისება 0.2 მლნ ლარი, ჯარიმა 325,000 ლარი;
  9. თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) - ბიუჯეტი 25 მლნ ლარი, ათვისება 6.8 მლნ ლარი, ჯარიმა 289,000 ლარი;
  10. ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი I2Q (WB) - ბიუჯეტი 1.6 მლნ ლარი, ათვისება 0.7 მლნ ლარი, ჯარიმა 856,000 ლარი;
  11. მიწის ბაზრის განვითარება (WB) - ბიუჯეტი 15.4 მლნ ლარი, ათვისება 7.9 მლნ ლარი, ჯარიმა 146,000 ლარი;
  12. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) - ბიუჯეტი 2 მლნ ლარი, ათვისება 1.1 მლნ ლარი, ჯარიმა 6,000 ლარი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები