მარიუპოლის მერის მრჩევლის ინფორმაციით, ქალაქში სულ მცირე 22 ათასი ადამიანი დაიღუპა

მარიუპოლის მერის მრჩევლის ინფორმაციით, ქალაქში სულ მცირე 22 ათასი ადამიანი დაიღუპა

25-05-2022, 13:30 - 2022
538
       

მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო ამბობს, რომ ომის დაწყების დღიდან ქალაქში, სულ მცირე, 22 000 ადამიანი მოკლეს.
 
მერის თქმით, რეალური მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს.
 
„მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა. ქალაქში ყველგან სიბნელეა. ყველგან სიკვდილისა და ცეცხლის სუნია“, - განაცხადა მერის მრჩეველმა.
 
შეგახსენებთ, რომ  2022 წლის 1-ლი მარტიდან ქალაქი მარიუპოლი ალყაშია მოქცეული. რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანა გაანადგურეს.
 
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი მებრძოლი, 2 400-ზე მეტი პირი გაიყვანეს.
 
რუსეთის განცხადებაზე უკრაინას ოფიციალური პასუხი არ გაუვრცელებია. 
 
ინაუგურაციის სამი წლისთავისთვის მიძღვნილ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზოვსტალში მყოფების ევაკუაცია თითქმის დასრულებულია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები