„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანმა ხელისუფლება უკანონო თვალთვალსა და მიყურადებაში ამხილა.
სკანდალური განცხადება ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პარლამენტში. ხოდა, ლუკას ვუთხარი, წამოდი ჩემთან სახლში, ორი საძინებელი მაქვს, სამოთახიანი ბინაა, არ გინდა რომ დაიქირავო და მეუღლესთან ერთად როცა გინდა იყავი ჩემთან და ერთად ვიყოთ.
დილით დგება ლუკა და მეძახის, მოდი, აქო. რა იყო, მეთქი? და მაჩვენებს ვიდეოკამერას, რომელიც დამონტაჟებულია მის საძინებელში.
მეორე საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა. ორი წელი თურმე იღებდნენ სოსო ჯაჭვლიანი რას საქმიანობს სახლში. ირაკლის ვუთხარი სესიაშვილს“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.