რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონის სამი ქალაქი აიღეს

რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონის სამი ქალაქი აიღეს

25-05-2022, 00:34 - 2022
517
       

რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონის სამ ქალაქზე, მათ შორის სვიტლოდარსკზე კონტროლი დაამყარეს.
 
ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ განაცხადა.
 
მედიის ცნობით, სვიტლოდარსკი ალყაში მოქცეული ქალაქ სიევიეროდონეცკიდან, რომელიც ბოლო დღეებში რუსეთის მხრიდან ინტენსიური დაბომბვის ქვეშ მოექცა, სამხრეთ-დასავლეთით 80 კილომეტრში მდებარეობს.
 
მანამდე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები სვიტლოდარსკში შევიდნენ და ქალაქის ადმინისტრაციის შენობის თავზე რუსეთის დროშა აღმართეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები