ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 დასახლება გაათავისუფლეს

ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 დასახლება გაათავისუფლეს
23-05-2022, 23:43 - 2022
675

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს 24 დასახლება. 
 
ამის შესახებ ზალუჟნიმ FACEBOOK-ზე დაწერა.
 
მისი თქმით, სოფელ კუტუზოვკაში, რომელიც მაისის დასაწყისში იყო ოკუპირებული, დაახლოებით 170 ადგილობრივი მცხოვრები ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა საბავშვო ბაღის სარდაფში. მათ შორის 40 ბავშვი - 3 თვიდან 12 წლამდე.
 
19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 მაისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა რუსეთის ოკუპაციისგან გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის 23 დასახლება.
 
16 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთმა ბატალიონმა რუსი ოკუპანტები ხარკოვის ოლქში სახელმწიფო საზღვრამდე უკუაქცია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა