შესაძლოა, უკრაინაში აშშ-ს სპეციალური ოპერაციის ძალები განგლაგდნენ - WSJ

შესაძლოა, უკრაინაში აშშ-ს სპეციალური ოპერაციის ძალები განგლაგდნენ - WSJ

23-05-2022, 23:19 - 2022
990
       

შეერთებული შტატების სამხედრო და დიპლომატიური ოფიციალური პირები კიევში აშშ-ს საელჩოსთან, მის დასაცავად სპეციალური ოპერაციის ძალების [SOF] გაგზავნას განიხილავენ. 
 
ამის შესახებ ინფორმაციას The wall street journal ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. 
 
როგორც გამოცემა წერს, ბაიდენს წინადადება ჯერ არ წარსდგენია, თუმცა თუ ის ამას დაამტკიცებს, ჯარები მხოლოდ საელჩოს დასაცავად და უსაფრთხოებისთვის განლაგდებიან.
 
ამჟამად, კიევში აშშ-ს საელჩოს დაცვას სახელმწიფო დეპარტამენტი უზრუნველყოფს. 
 
გარდა სპეციალური სპეციალური ოპერაციის ძალების განთავსებისა, ოფიციალური პირები განიხილავენ საზღვაო დაცვის რაზმის აღდგენას, ისევე როგორც ეს სხვა ქვეყნებში საელჩოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხდება. ოფიციალური წერილი ჯერჯერობით არ გაგზავნილა არც თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან, არმიის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან, ან პრეზიდენტ ბაიდენთან.
 
ცნობისთვის, სამთვიანი პაუზის შემდეგ, კიევში აშშ-ს საელჩომ კიევში მუშაობა გასულ კვირას განაახლა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები