ერთი დაღუპული და რამდენიმე დაშავებული - გორის ავტომაგისტრალზე მომხდარი შეჯახების დეტალები

ერთი დაღუპული და რამდენიმე დაშავებული - გორის ავტომაგისტრალზე მომხდარი შეჯახების დეტალები
23-05-2022, 14:12 - 2022
940

გორის ავტომაგისტრალზე, ურბნისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
 
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს, ჯერ-ჯერობით ექსპერტიზაზე არ გადაუსვენებიათ გარდაცვლილი. ამ დრომდე ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
 
გორის ავტომაგისტრალზე ავარია რამდენიმე წუთის წინ მოხდა, შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრების ტრანსპორტიდან გადმოყვანა გამლელებმა მოახერხეს.
 
რამდენიმე წუთის განმავლობაში მაგისტრალზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდული იყო.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა