უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ცეცხლის სრულ შეწყვეტამდე და უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანამდე, არ შეიძლება ზავზე საუბარი.
მისი თქმით, რუსეთთან ნებისმიერი ზავი არის შანსი მტრისთვის მოამზადოს ახალი შეტევა.
„ომი არ დამთავრდება, უბრალოდ დროებით პაუზა იქნება. ცოტა ხანში, გაზრდილი ინტენსივობით, რუსები დაიწყებენ იარაღის, ცოცხალი ძალის გაზრდას და შეცდომებზე მუშაობას, ცოტა მოდერნიზებას, ბევრი გენერლის გათავისუფლებას... და დაიწყებენ ახალ შეტევას, კიდევ უფრო სისხლიანს და მასშტაბურს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.