რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქი ისევ დაბომბეს.
ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„4 ადამიანი დაიღუპა. დნეპრის რეანიმაციაში გორსკიდან გადაყვანილი ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. კიდევ ერთხელ დაზარალდა სევეროდონეცკის „აზოტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.