ჯაჭვლიანი - შშმ სპორტსმენებს წულუკიანი დაფინანსებას უბლოკავს, კრიმინალებს კი ცუციკივით ხვდება

ჯაჭვლიანი - შშმ სპორტსმენებს წულუკიანი დაფინანსებას უბლოკავს, კრიმინალებს კი ცუციკივით ხვდება

8-02-2022, 22:30 - 2022
927
       

„შშმ სპორტსმენებს წულუკიანი დაფინანსებას უბლოკავს, კრიმინალებს კი ცუციკივით ხვდება“, - ამის შესახებ სოსო ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შშმ პირებს სპორტის სამინისტრო დღემდე უბლოკავს.

სპორტის სამინისტრომ ფული, რომელიც ჩვენზე იყო გამოყოფილი დაგვიბლოკა, ეს 20 დეკემბერს ხდება და გვითხრეს, რომ არ გაძლევთ ფულსო.

ეს იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფული, ეტლით მოსიარულე სპორტსმენების და წულუკიანი მათ არც კი შეხვედრია.

თითოეულმა სპორტსმენმა ისესხა ფული, მეც და ფედერაციამაც ცოტა ფული ვიშოვეთ და ნახევარი გუნდი ჩავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე და ეს გუნდი გახდა მსოფლიო ჩემპიონი და 19 ოქრო მოიპოვა.

ჩამოვედით საქართველოში და ერთი კაციც არ შეხვედრია მსოფლიო ჩემპიონებს სამინისტროდან.

და კრიმინალებს წულიკიანი და სამინისტრო ცუციკებივით ხდებიან. 

ამ გუნდმა ყველაფერი მოიგო, რაც შეიძლებოდა და ამ სპორტსმენებს ფულს დღემდე არ აძლევენ“, - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები