რუსულმა ძალებმა უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე, პოლონეთთან საზღვრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში, სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაქსი კოზიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
კოზიცკის დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი იავორივსკის ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს.
მანამდე ლვოვის ცენტრალურ ნაწილში გვიან ღამით, აფეთქებების ხმა გაისმა.