აზოვსტალის ტერიტორია 10-მდე ავტობუსმა დატოვა, სადაც სამხედროები იმყოფებოდნენ

აზოვსტალის ტერიტორია 10-მდე ავტობუსმა დატოვა, სადაც სამხედროები იმყოფებოდნენ

17-05-2022, 00:38 - 2022
873
       

"აზოვსტალს" უკრაინელი სამხედროები ტოვებენ.


ცოტა ხნის წინ, ეს ინფორმაცია უცხოურმა მედია გამოცემამ Reuters-მა გაავრცელა. 

ამჯერად კი, იგივე გამოცემა ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ავტობუსებში სამხედროები სხედან.

როგორც Reuters იუწყება, ისინი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაჰყავთ, ცნობილია, რომ ქარხნის ტერიტორია დაახლოებით, 10-მა ავტობუსმა დატოვა. 

ამ ინფორმაციას უკრაინაში კომპეტენტური უწყებები ამ დრომდე არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. 

უკრაინული მედიის ცნობით, ამ თემაზე კომენტარს მოგვიანებით პრეზიდენტი ზელენსკი გააკეთებს.  

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები