შეთანხმება შედგა - სავარაუდოდ, მარიუპოლის ტერიტორია უკრაინელმა სამხედროებმა სრულად დატოვეს

შეთანხმება შედგა - სავარაუდოდ, მარიუპოლის ტერიტორია უკრაინელმა სამხედროებმა სრულად დატოვეს

17-05-2022, 00:03 - 2022
665
       

მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია დაახლოებით ათმა ავტობუსმა დატოვა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ.


ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, უცნობია, რამდენი სამხედრო იმყოფებოდა ავტობუსებში, რომლებმაც ქარხნის ტერიტორია დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია განხორციელდა. მედიის ცნობით, ისინი დატყვევებულ რუს სამხედროებში გაცვალეს. თუმცა აღნიშნულ საკითხზე უკრაინულ მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები