News Agency DailyInfo-ს სრული შემადგენლობა ყურადღებით ვაკვირდებოდით ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს. პროცესი საკმაოდ დროში გაწელილი და ზედმეტად ბურუსით მოსილი იყო.
სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით მედია საშუალებებმა ნათლად დავინახეთ, რომ არსებობს რეალური საფრთხე თითოეული მედიისა და ჟურნალისტის მიმართ, რომელიც არ ემორჩილება ხელისუფლების ცენზურას, კრიტიკულად არის განწყობილი, იძიეებს კორიფციულ საქმიანობებს, ააშკარავებს ჩინოვნიკების არაკანონიერ ქმედებებს და აქვეყნებს იმ სახის ინფორმაციას, რომლის სააშკარაოზე გამოტანა არ სურს ხელისუფლებას.
გვსურს დავაფიქსიროთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია და ავღნიშნოთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს პრევენცია და გამოყენებული იქნას ხელისუფლების მიერ კრიტიკული მედიების წინააღმდეგ.
მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო მედია საშუალებებს გამოიჩინონ მეტი ყურადღება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და შეიმუშაონ მექანიზმები, რათა თავისუფალი მედიის მუშაობა საქართველოში კვლავ შესაძლებელი იქნეს.