რუსეთი: „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილების გაყვანაზე შევთანხმდით

რუსეთი: „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილების გაყვანაზე შევთანხმდით

16-05-2022, 19:01 - 2022
831
       

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაყვანა დაწყებულია.
 
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია, RIA Novosti ავრცელებს.
 
უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.
 
16 მაისს მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში ჩაკეტილ უკრაინელ სამხედრო მსახურების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, დაჭრილთა გაყვანის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული.

ამჟამად, ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დამყარდა და გაიხსნა ჰუმანიტარული დერეფანი, რომლის გავლითაც უკრაინელი სამხედრო მსახურები გაჰდაყავთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მყოფ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა უზრუნველყონ ისინი ყველა საჭირო დახმარებით“, - წერს სამინისტრო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები