რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

15-05-2022, 23:27 - 2022
477
       

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს.
 
რუსების იერიშებს 3 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 13 კი დაიჭრა.
 
ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.
 
რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. დღეს დაღუპული 3 ადამიანის გარდა, კიდევ 3 პირის დაღუპვაზე მოვახერხეთ ინფორმაციის მოპოვება, რომელთა სიცოცხლეც ოკუპანტების იერიშებს რამდენიმე დღით ადრე ეხმსხვერპლა. რუსები თითოეული დანაშაულისთვის პასუხს აგებენ“, - წერს კირილენკო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები