რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად 2 500-მდე რეზერვისტს ამზადებს

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად 2 500-მდე რეზერვისტს ამზადებს

15-05-2022, 23:13 - 2022
470
       

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად 2 500 რეზერვისტს ამზადებს.
 
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
 
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარდლობა რეზერვისტების ხარჯზე ცდილობს ჯარის დაკომპლექტებასა და დანაკარგების შევსებას. ვორონეჟის, ბელგოროდისა და როსტოვის ოლქების პოლიგონებზე 2 500-მდე რეზერვისტი წვრთნას გადის. დაგეგმილია მათი გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე ომში მონაწილეობის მისაღებად“, - წერია გენშტაბის განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები