ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელების 6 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ვირუსი ერთ კაცსა და ხუთ ქალს დაუდასტურდა, მისი შემთხვევები კი გამოვლინდა ჭყვინთაში, საყუნეთში, მუსხში კლდეში, ქალაქ ვალესა და ქალაქ ახალციხეში.
13 მაისის მონაცემებით, მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ადამიანის ყირიმ-კონგოთი დაავადების 10 შემთხვევაა გამოვლენილი.