უკრაინის ვიცეპრემიერისა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, თურქეთის შუამავლობით მარიუპოლიდან, აზოვსტალის ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება.
ვერეშჩუკის თქმით, ევაკუაცია მძიმედ დაჭრილებით დაიწყება.
„დავიწყეთ სპეცოპერაციის საგზაო რუკაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი. ვიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. [ჩართული] არის წითელი ჯვარი. ისინი დღეს რუსებს ხვდებიან. მათთან და გაერო-სთან ერთად მოლაპარაკება ვაწარმოეთ და მანდატი გადავეცით.
გვსურს ხელმოწერილი იყოს დოკუმენტი: ზუსტად როგორ მოხდება აზოვსტალიდან ევაკუაცია, ვემზადებით ხელმოწერისთვის“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.