ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის სერჰეი ბრატჩუკის ინფორმაციით, კუნძულ ზმეინისთან რუსულ სამხედრო გემზე ხანძარი გაჩნდა.
მისი თქმით, ხანძარი გემ „ვსევოლოდ ბობროვს“ გაუჩნდა, რომელიც რუსული ფლოტის ერთ-ერთი უახლესი გემია.
„ზოგიერთი მონაცემით გემი ახლა სევასტოპოლში გადაჰყავთ“, - ამბობს ბრატჩუკი.