იანვარში კორონავირუსით 4 019 ორსული დაინფიცირდა

იანვარში კორონავირუსით 4 019 ორსული დაინფიცირდა
8-02-2022, 14:58 - 2022
658

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იანვარში კორონავირუსით 4 019 ორსული დაინფიცირდა.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს შესწავლა იმისა, თუ რამდენი ორსული გარდაიცვალა კორონავირუსით.

„იანვარში, „ომიკრონის“ აქტიური გავრცელებისას 4019 ორსული დაინფიცირდა. მთლიანი ინფიცირებიდან 1 პროცენტი მოდის ორსულებზე. სამწუხაროდ, 2021 წელს გვქონდა გარდაცვალების შემთხვევაც. მიმდინარეობს შესწავლა, იყო თუ არა ეს პირდაპირ დაკავშირებული ვირუსთან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა