სად იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი - უახლოესი ცნობები

სად იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი - უახლოესი ცნობები

12-05-2022, 02:20 - 2022
1 970
       

არსებული ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და მისი გადაყვანა „ვივა მედში“ არ განხორციელებულა.
 
ამ ვერსიის მიხედვით უცნობი რჩება, ვინ გადაიყვანეს კლინიკა „ვივა მედში“ სასწრაფო დახმარებისა და პენიტენციური სასმახურის ესკორტით.
 
აღნიშნულ ვერსიას ემხრობა მიხეილ სააკაშვილის დედაც გიული ალასანიაც. თუმც ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არც ერთ უწყებას არ გაუკეთებია.
 
ექსპრეზიდენტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ბევრი სხვა ვერსიებიც გაჟღერდა, მაგრამ ამ დროისთვის ოჯახის წევრებსა და მედია საშუალებებს დადასტურებული ინფორმაცია არ გააჩნიათ.
 
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 23:30 საათზე რუსთავის მე-12 სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან სასწრაფო დახმარებისა და პენიტენციური სამსახურის მანქანები გამოვიდნენ. რამდენიმე საათით ადრე კი მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა კლინიკა „ვივა მედში“ გადაყვანას და პირობები წააყენა, რასაც იუსტიციის სამინისტრო მალევე დათანხმდა.
 
სასწრაფო დახმარებისა და პენიტენციური სამსახურის ეკიპაჟების ციხის ტერიტორიიდან გასვლიდან საათ-ნახევარის განმავლობაში ინფორმაცია არ გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რამაც საფუძვლიანი ეჭვები გააჩნია, ამავედროულად 22:00 საათიდან „ვივა მედის“ კლინიკის ეზოში იმყოფებოდა ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია. დაახლოებით 00:13 საათზე ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივა მედში“ არ იმყოფებოდა. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები ამ დრომდე ცდილობენ გაიგონ დამატებითი ინფორმაცია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები