უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს

11-05-2022, 19:57 - 2022
774
       

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს.
 
ამის შესახებ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გენადი ლაგუტამ ისაუბრა.
 
მთავარი საომარი მოქმედებები ახლა დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის საზღვრებთან მიმდინარეობს. დნეპროპეტროვსკის რეგიონის მხარეს - მადლობა ღმერთს, დიდება ჩვენს მამაც შეიარაღებულ ძალებს! - ჩვენ უკვე 20-მდე დასახლება სამ ტერიტორიულ თემში გავათავისუფლეთ - ვისოკოპილსკა, ნოვოვორონცოვსკაია და კოჩუბეევსკაია“, - განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები