ხერსონის ოლქის საოკუპაციო რეჟიმი, პუტინს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანის მოთხოვნით მიმართავს.
ოკუპანტების მიერ დანიშნულმა „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ“, კირილ სტრემუსოვმა განაცხადა, რომ რეგიონი მზაობას გამოთქვამს, გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი.
„ქალაქი ხერსონი არის რუსეთი, ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე არ შეიქმნება ხერსონის სახალხო რესპუბლიკა, არ იქნება რეფერენდუმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ხერსონის რეგიონის რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიან ნაწილად აღიარებას ვთხოვთ“, - ამბობს სტრემუსოვი.