რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ სლავიანსკის ორ რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ლიახი ავრცელებს.
„11 მაისის დილას მტერმა რაკეტები ესროლა ქალაქის ორ უბანს. საბედნიეროდ, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ზარალი ზუსტდება“, - დაწერა ლიახმა.