თამარ გაბუნია იზოლაციის დღეებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

თამარ გაბუნია იზოლაციის დღეებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

8-02-2022, 13:38 - 2022
12 528
       

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, საქართველოში უსიმპტომო პირებისთვის იზოლაციის ვადა რამდენ დღემდე შეიძლება შემცირდეს.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო სხვა ქვეყნების გამოცდილებას სწავლობს, რომლის თანახმადაც, უსიმპტომო პირმა პირბადის გამოყენებით ეკონომიკური აქტივობა შეიძლება, მე-5 დღეს ტესტის ჩატარების შემდეგ გააგრძელოს. 

„იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის კვალავ 8 დღე რჩება, თუმცა მიმდინარე კვირაში ჩვენ ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, სადაც მე-5 დღეს ტარდება ტესტი და უარყოფით შემთხვევაში პირმა შეიძლება გააგრძელოს აქტივობა პირბადის გამოყენებით. ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. აქცენტი მეტად კეთდება იმ პროფესიებზე, ვისი დატვირთვა და სამსახურში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, კოვიდპროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს და საბჭოს წევრებს ამ მიმართულებით დავალება უკვე მისცეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები