მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანრიუშჩენკომ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ დაბომბვების მიუხედავად, აზოვსტალის ქარხანაზე უკრაინის დროშაა აღმართული.
გამოქვეყნებულ ვიდეოში აფეთქებების ხმა ისმის.
„მარიუპოლი. აზოვსტალი დღეს, 2022 წლის 9 მაისი. წინააღმდეგობის 75-ე დღე. ურყევი და უძლეველი...
ქედი მარიუპოლის ყველა ჩვენს დამცველს. არ არსებობს სინონიმები თქვენი გამბედაობისა.
ჩვენ ყველანი თქვენი მოვალენი ვართ“, - წერს მერის მრჩეველი.