ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინაში, კერძოდ კი ოდესაში ჩავიდა.
მისი ვიზიტის დროს, ოდესის ოლქზე რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის გამოც მას თავშესაფარში გადასვლა მოუხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შარლ მიშელი უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს ხვდებოდა და მხარეები იძულებული გახდნენ, შეხვედრა შეეწყვიტათ და თავშესაფარში გადასულიყვნენ. შეხვედრას პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეოზარის საშუალებით ერთვებოდა.