გამყრელიძე: ვითარება მძიმე რჩება - ქვეყანა პიკშია

გამყრელიძე: ვითარება მძიმე რჩება - ქვეყანა პიკშია
8-02-2022, 13:26 - 2022
2 388

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმე რჩება.

მისი თქმით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკშია, ხოლო ის თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პირი, მოსახლეობის ქმედებებზეა დამოკიდებული.

„პიკშია ქვეყანა და ეს პიკი რამდენი ხანი გახანგრძლივდება ჩვენზე ბევრად არის დამოკიდებული. ანუ დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, თუ როგორ ვატარებთ პირბადეს, როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავშეყრებს, სადაც სუფრებია და კვებით მიმდინარეობს დიდი თავშეყრები და რამდენად უფრო აქტიურად მივალთ და „ბუსტერ“ დოზას გავიკეთებ. მოვუწოდებ მოსახლეობას ამისკენ. ამით ჩვენ შევძლებთ რომ ნაკლები დაზიანებით გავიაროთ ეს მეექვსე ტალღა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა