რისი იმედი მაქვს? სასწაულის - ვოლინა აზოვსტალიდან წერილს ავრცელებს

რისი იმედი მაქვს? სასწაულის - ვოლინა აზოვსტალიდან წერილს ავრცელებს

7-05-2022, 23:32 - 2022
1 660
       

მარიუპოლის მცველი, აზოვის ბატალიონის 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა Facebook-ზე, აზოვსტალიდან, წერილს ავრცელებს.
 

„უბრალოდ ჩემი ფიქრები :
 
რას ვგრძნობ?
 
თავი რაღაც ჯოჯოხეთურ რეალითი შოუში მგონია, სადაც სამხედროები სიცოცხლისთვის ვიბრძვით, გადარჩენის ყველა შანსს ვიყენებთ და მთელი მსოფლიო უბრალოდ გვიყურებს! ასეთ სცენარებს იყენებენ ფილმებსა და სერიალებში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ეს ფილმი არ არის, და ჩვენ არ ვართ გამოგონილი პერსონაჟები! ეს არის ნამდვილი ცხოვრება! ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, წამება, ცრემლი, შიში, სიკვდილი - ყველაფერი ნამდვილია!
 
რა მაკვირვებს?
ცინიზმი!!! ადამიანის ცინიზმს საზღვარი არ აქვს!!! არსებობს საერთო წესები, ისინი ყველასთვის ერთნაირია, დამოწმებულია კანონების, ხელმოწერების და შტამპების ბუკეტი, მაგრამ არ მუშაობს! მაშინ რატომ სჭირდებათ ისინი?
 
რისი იმედი მაქვს?
სასწაულის!!! რომ უმაღლესი ძალები (ამ სიტყვის ზოგადი გაგებით) იპოვიან ჩვენს საშველს! და დასრულდება ეს ჯოჯოხეთი რეალითი შოუ...
უმაღლესო ძალებო, ველოდებით თქვენი ქმედებების შედეგებს... დრო მიდის, დრო კი ჩვენი ცხოვრებაა!
 
საზღვაო ქვეითები - მუდამ ერთგულნი იქნებიან!
დიდება უკრაინას!
 
P.S. თეთრი დროშები, სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის, უკვე მეოთხედ გამოიყენება, ხალხის ევაკუაციის დროს.
ბოლო ევაკუაციის ფასი სამი დაღუპული და ექვსი დაჭრილი სამხედროა. მარიუპოლის გარნიზონმა ყველაფერი გააკეთა მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად.
ყველას ვთხოვთ, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს სამხედროების ევაკუაციისთვის." წერს ვოლინა“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები