სეპარატისტული დნესტრისპირეთის საგარეოს ცნობით, უკრაინის საზღვართან თავდასხმა მოხდა

სეპარატისტული დნესტრისპირეთის საგარეოს ცნობით, უკრაინის საზღვართან თავდასხმა მოხდა

7-05-2022, 21:41 - 2022
887
       

მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 მაისს, უკრაინის საზღვართან, რიბნიცას რაიონში უპილოტო საფრენი მოწყობილობებით, დრონებით, რამდენიმე დარტყმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
 
სეპარატისტული დნესტრისპირეთის ე.წ-მა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფეთქებისგან გაჩენილი კრატერების ფოტოები გამოაქვეყნა და დასძინა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტალი იგნატიევმა Reuters-თან ინტერვიუში უარი თქვა იმის აღნიშვნაზე, ადანაშაულებს თუ არა თავდასხმაში ე.წ დნესტრისპირეთის ხელისუფლება უკრაინას და თქვა, რომ ამჟამად, ექსპერტები ამ საქმეს იკვლევენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები