უკრაინაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მკვიდრი, ალან თედეევი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაცია Telegram არხებში ვრცელდება.
მათი ცნობით, 46 წლის ალან თედეევი უკრაინაში „სპეცოპერაციის დროს“ დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, თედეევს ხვალ, 8 მაისს, ოკუპირებულ ცხინვალში დაკრძალავენ.