უკრაინაში ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი, ვიცე-პოლკოვნიკი ფეზულ ბიჭიკაევი მოკლეს

უკრაინაში ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი, ვიცე-პოლკოვნიკი ფეზულ ბიჭიკაევი მოკლეს

7-05-2022, 15:43 - 2022
971
       

რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკის, ფეზულ ბიჭიკაევის ლიკვიდაცია დადასტურდა.
 
მისი მოკვლის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
 
36 წლის ვიცე-პოლკოვნიკი ბიჭიკაევი უკრაინასთან ომში მონაწილე რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი პოლკის მეთაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის 2 მაისს უკრაინის ერთ-ერთ ფრონტზე მოკლეს.
 
ადგილობრივი მედია წერს, რომ ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
 
გარდაცვალების დღეს, მიუხედავად მაღალი თანამდებობისა, პირადად ხელმძღვანელობდა მზვერავებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საბრძოლო დავალების შესასრულებლად“, - წერს ოსური მედია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები