„ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს როტერდამში, პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლას სთხოვს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს.
„დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში ყველა დონეზე. მოწვევა მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს. ისინი მთავაზობენ ჩასვლას და გამოსვლას სიტყვით. მე არ მახსენდება სხვა პრეცენდენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიოთ მათ ყრილობაზე. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არამხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია.
არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების და მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.