საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები ოკუპანტებთან ერთობლივი შეკრების გამართვას გეგმავს

საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები ოკუპანტებთან ერთობლივი შეკრების გამართვას გეგმავს

8-02-2022, 12:30 - 2022
853
       

საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები თებერვალში რუსეთის ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გამართვას გეგმავს. 

ამის შესახებ წერილი საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა.

მოგეხსენებათ, რუსეთი ჩვენი კონკურენტია მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე და ძალიან გამოგვადგება მათთან ერთად შეკრების გავლა და მათთან თამაშები“, - აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მენეჯერის, ალექსანდრე ნიჟარაძის წერილში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნაკრები ქუთაისში შეკრების გამართვას 24 თებერვალი - 1 მარტი პერიოდში გეგმავს, რა დროსაც რუსეთის ეროვნული 7-კაცა ნაკრები საქართველოში ჩამოდის.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები