მოსახლეობის გარკვეული ფენისთვის „ომიკრონი“ გაცილებით უფრო მძიმეა - ივანე ჩხაიძე

მოსახლეობის გარკვეული ფენისთვის „ომიკრონი“ გაცილებით უფრო მძიმეა - ივანე ჩხაიძე

8-02-2022, 12:19 - 2022
1 105
       

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი არ უნდა იყოს აღქმული ისე, თითქოს ის გრიპის ვირუსია.

ჩხაიძე განმარტავს, რომ „ომიკრონი“ ბევრად მძიმედ მიმდინარეობს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში, ვიდრე ეს გრიპის ვირუსის დროს ხდება ხოლმე.

„არ უნდა ვთქვათ, რომ რადგან „ომიკრონი“ მსუბუქად მიმდინარეობის არის, არც ვაქცინაცია, არც ნიღბის ტარება და არც დისტანცია აღარ არის საჭირო - მერე რა გადავიტან კორონავირუსს და ამით დამთავრდება ყველაფერი, ეს ნამდვილად არ არის ასე. მოსახლეობის გარკვეული ფენისთვის ის არის გაცილებით უფრო მძიმე, ვიდრე ის, რასაც ჩვენ გაციებას ვეძახით“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 54 ადამიანი გარდაიცვალა, 18 221 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწებიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულია ვირუსის 1 350 454 შემთხვევა, მათგან 15 300 პირი გარდაიცვალა, 1 124 442 კი გამოჯანმრთელდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები