უკრაინის განცხადებით, ქალაქ მარიუპლიდან გაერო-ს ხელმძღვანელობით სამაშველო ოპერაციის დაწყების შემდეგ თითქმის 500 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული.
მათ შორის რამდენიმე ადამიანი ალყაში მოქცეული "აზოვსტალის" ქარხნიდან.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ევაკუაციას უწოდა „კომპლექსური ოპერაცია“ და თქვა, რომ უკრაინა გააგრძელებს მუშაობას ყველა მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედროების გადასარჩენად.