უკრაინაში ძლიერი შეტაკების დროს 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა

უკრაინაში ძლიერი შეტაკების დროს 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა

6-05-2022, 11:53 - 2022
897
       

უკრაინაში ძლიერი შეტაკების დროს 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ერთ-ერთი დაჭრილის, ლადო გამსახურდიას თქმით, ყველა გადარჩა და დანაკლისი არ აქვთ.

"9 ქართველი დავშავდით, მაგრამ მძიმედ არავინ. მკურანლობას რაც შეეხება 10-მდე იქნება ალბათ საჭირო და ისევ ჩავდგებით უკრაინული ჯარის რიგებში. ოპერაციაზე დანაკარგი არ გვქონდა. დანაკარგი უფრო მტრის მხარეს იყო, სოლიდური. ჩვენ გამოვედით დანაკარგის გარეშე", - განაცხადა გამსახურდიამ.

სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები