კადიროვი ამტკიცებს, რომ მისმა რაზმმა გაათავისუფლა სოფელი, სადაც ბრძოლები საერთოდ არ მიმდინარეობდა

კადიროვი ამტკიცებს, რომ მისმა რაზმმა გაათავისუფლა სოფელი, სადაც ბრძოლები საერთოდ არ მიმდინარეობდა

6-05-2022, 02:13 - 2022
820
       

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, საკუთარ Telegram არხზე იტყობინება, რომ მისმა ჯარმა, სოფელი სვეტლიჩნოე „გაათავისუფლა“.
 
კადიროვის თქმით, „დასახლება მთლიანად გათავისუფლებულია ჩეჩენი მებრძოლების კოორდინირებული მოქმედებების წყალობით“.
 
თუმცა უკრაინული მედიის ცნობით, სოფელი სვეტლიჩნოე საომარი მოქმედებების ადგილიდან დაახლოებით 135 კმ-ის მოშორებითაა და ტერიტორიას 2014 წლიდან ლუგანსკის ტერორისტები აკონტროლებენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები