„ბორჯომის“ ახალი მფლობელი, სავარაუდოდ, ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე იქნება.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
„ფორმულას“ ინფორმაციით, გია ორჯონიკიძე აღნიშნულ საკითხზე უკვე შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს.
გია ორჯონიკიძე წარმოშობით წაღვერიდან არის. როგორც ცნობილია, ქართველი ბიზნესმენი ახლო კავშირშია რუს ოლიგარქებთან - არკადი და ბორის როტენბერგებთან.
შეგახსენებთ, რომ სანქციების გამო კომპანია „ბორჯომმა“ მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა.
„IDS ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია.
2021 წლის ივნისამდე მისი დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვი იყო, რომელიც საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჩაანაცვლა.
აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში, ესტონურმა სავაჭრო ქსელებმა ბორჯომის, როგორც რუსული პროდუქტის, გაყიდვიდან ამოღების შესახებ განაცხადეს.