ორ დღიანი უმძიმესი დაპირისპირების შემდეგ, აზოვსტალში, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების მოგერიება შეძლეს და მათი ნაწილი, ტერიტორიიდან გააძევეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ავრცელებს.
„რუსებმა აზოვსტალის საბოლოოდ აღება გადაწყვიტეს და ინტენსიური იერიშები დაიწყეს. როგორც ვიცით კირილენკოც ადგილზეა. როგორც ვხვდებით, რუსებს უნდათ რომ 9 მაისისთვის გამარჯვება და მარიუპოლის აღება გამოაცხადონ. შეიჭრნენ აზოვსტალის ტერიტორიაზე, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა უკან დაახევინეს. ყველაფრის მიუხედავად ვითარება კრიტიკულია, შემიძლია ვთქვა რომ ჩვენმა პრეზიდენტმა მთელი ძალა და დიპლომატიური არხები მარიუპოლისა და აზოვსტალის პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენა. ვნახოთ, რა გამოვა“, - განაცხადა არესტოვიჩმა.