რუსეთის სახელმწიფო მედია RIA Novost-ი ამტკიცებს, რომ სეპარატისტული, არაღიარებული ლუგანსკის რესპუბლიკის მებრძოლებმა ე.წ. სამხედრო ნარკოტიკი იპოვეს, რომელსაც უკრაინელი სამხედროები მოიხმარდნენ.
მათი მტკიცებით, ეს უკრაინელ სამხედროებს „უნივერსალურ ჯარისკაცებად“ აქცევს.
„ეს ე.წ. სამხედრო საანესთეზიო საშუალებაა, რომელითაც უკრაინელი ბოევიკები სარგებლობენ. მეც და ჩვენმა მებრძოლებმაც, არაერთხელ ვნახეთ, რომ ისინი შეშლილი თვალებით ტანკებს ავტომატებით უვარდებოდნენ. შეიძლება ეს ის პრეპარატია, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ლაბორატორიებში მზადდება, ეს არის ნივთიერება, როცა ადამიანი ტკივილს ვერ გრძნობს და მოკლედ უნივერსალური ჯარისკაცი ხდება“, - ამბობს მილიციის მოსამსახურე.