რუსებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს

რუსებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს
5-05-2022, 11:29 - 2022
742

რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის შემდეგ, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქების საზღვარზე, რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მტერი არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა