უკრაინაში გაანადგურეს რუსეთის 58-ე არმია, რომელმაც 2008 წელს ცხინვალი აიღო

უკრაინაში გაანადგურეს რუსეთის 58-ე არმია, რომელმაც 2008 წელს ცხინვალი აიღო

4-05-2022, 22:55 - 2022
1 571
       

„უკრაინაში რუსეთის 58-ე არმია განადგურებულია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
 
არესტოვიჩის ცნობით, განადგურებულ საბრძოლო დივიზიებზე რუსეთის გენშტაბი ინფორმაციას ფლობს, რადგან ოკუპანტები და მათი მეთაურები ანგარიშებში ასახავენ, რომ ზარალი, რომელიც უკრაინელებმა მიაყენეს, საყურადღებოა. 
 
მთლიანად განადგურებულია ერთ-ერთი პოლკი. ამ დროს კი რუსი პროპაგანდისტები აცხადებენ, რომ მალე უკრაინას აიღებენ. 
 
ზაპოროჟიეში ჩეჩნეთის 42-ე დივიზია, 150-ე დივიზია, უფროსი ოფიცრები  რუსეთის გენშტაბს ანგარიშს აბარებენ, რომ არ არიან ბრძოლისუნარიანები, განადგურებულია მათი შემადგენლობის 80% და ხელახალ ფორმირებას ითხოვენ. 
 
58-ე არმია სრული შემადგენლობით განადგურებულია, ბრძოლისუნარიანი დარჩა მხოლოდ მე-100 ბრიგადა, სადაზვერვო, საზღვაო ქვეითები და მე-7 ბაზა აფხაზეთიდან, რომელიც, სხვათა შორის, უარს ამბობდა შეტებით ოპერაციებზე
“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
 
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომში რუსეთის 58-ე არმიამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევიც დაიკავა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები