უკრაინაში, რუსი ოკუპანტების ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.
დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო Telegram-ზე წერს, რომ ავტობუსების კოლონა მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში გაემგზავრება.
პროცესს გაერო და "წითელი ჯვარი" ხელმძღვანელობს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, კოლონა გაჩერდება ტოკმაკში, ვასილივკასა და ლუნაჩარსკეში, რათა გზაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აიყვანოს.
კირილენკომ აღნიშნა, რომ ტომაკიდან კოლონას კერძო მანქანები შეუერთდებიან.