ირპენის რუსებისგან გათავისუფლების შემდეგ, ქალაქში, სულ მცირე, 290 ცხედარი იპოვეს

ირპენის რუსებისგან გათავისუფლების შემდეგ, ქალაქში, სულ მცირე, 290 ცხედარი იპოვეს

3-05-2022, 23:08 - 2022
618
       

უკრაინის ქალაქ ირპენის მერის, ალექსანდრ მარკუშინის ინფორმაციით, რუსებისგან ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ, ქალაქში, სულ მცირე, 290 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. 

მარკუშინის თქმით, დაღუპულთაგან 185 იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილთა უმეტესობა კაცია, მათ შორის არის ერთი ბავშვიც. 

ირპენის მერმა ასევე აღნიშნა, რომ სულ მცირე, 5 ადამიანის დაღუპვის მიზეზი თავის ტვინის დაზიანებები და შიმშილი იყო. ხუთი ადამიანი კი ოკუპანტებმა ბავშვთა განვითარების ცენტრის შენობაში დახვრიტეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები