აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის სვიატოსლავ პალამარის ინფორმაციით, რუსმა დამპყრობლებმა აზოვსტალის ქარხანაზე შტურმი დაიწყეს.
მისი თქმით, ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ ქარხნის ტერიტორიას, რის შედეგადაც 2 ქალი დაიღუპა.
„ვიცით, რომ პრეზიდენტი ინფორმირებულია მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე, მისგან ველოდებით მკვეთრ ქმედებებს, რადგან სიტუაცია არის ძალიან მძიმე. მთელი ღამე გვაბომბავდნენ საჰაერო ბომბებით, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე - ქალი და ახლა აზოვსტალზე შტურმი მიმდინარეობს“, - ამბობს პალამარი.