რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელი უკრაინაში „ნეო-ნაცისტებს“ უჭერს მხარს.
სერგეი ლავროვის განცხადებით, ადოლფ ჰიტლერს „ებრაული სისხლი ჰქონდა“, ხოლო ყველაზე „გამოკვეთილი ანტისემიტები, ებრაელები“ იყვნენ.
აღნიშნული განცხადების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩიც დაიბარა.
„ჰოლოკოსტის დროს ებრაელები საკუთარ თავს არ ანადგურებდნენ. ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში - ებრაელების მიმართ აშკარა რასიზმის გამოვლინებაა“, - განაცხადა ლაპიდმა.