აშშ-ს ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა თქვა, რომ ამერიკის დაზვერვის „მაღალი სანდოობის“ მქონე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია მაისის შუა რიცხვებში ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიას აპირებს.
ამას გარდა, იგეგმება ხერსონის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის შექმნაც, რომელიც მომავალაში ასევე ანექსირებული იქნება.
„ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთს აქვს გეგმები დაახლოებით მაისის შუა რიცხვებში ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით, ასევე, მოსკოვი განიხილავს ასეთივე გეგმას ხერსონისთვისაც“, - განაცხადა კარპენტერმა.